დღეს, 7 მარტს 2021 წლის ყველა ვარსკვლავის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გუშინდელ დღემდე ცნობილი იყო, რომ გუნდს დურანტის გარეშე მოუწევდა თამაში, თუმცა "ოლ სტარამდე" რამდენიმე საათით ადრე ჯოელ ემბიდს და ბენ სიმონსს კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტი აღმოაჩნდათ, რის გამოც შეხვედრის გამოტოვება მოუწიათ.
უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ვარსკვლავებმა გულშემატკივარს ფანტასტიკური სანახაობა აჩუქეს.
ლებრონის გუნდიდან, მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტოკუმპო გახდა, რომელმაც 35 ქულა 100% მაჩვენებლით დააგროვა.
სტეფ კარიმ და დემიენ ლილარდმა ლოგოდან ნასროლი 3 ქულიანის კონკურსი
მოაწყვეს, ორივე კალათბურთელმა პერიმეტრიდან 8-8-ჯერ ჩააგდო.
უშუალოდ ლებრონს 4 ქულა ჰქონდა და პარკეტზეც დიდი დრო არ გაუტარებია.
დურანტის გუნდიდან საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელომაც 26 ქულა დააგროვა.
კაირი ირვინგმა და ჯეიმს ჰარდენმა კომბინირებულად 45 ქულა მიითვალეს (24 კაირი, 21 ჰარდენი).
საბოლოოდ, გამარჯვება ლებრონის გუნდს დარჩა, რომლებმაც მოწინააღმდეგე 170:150 დაამარცხეს.
"ოსტატობის შეჯიბრში" მონაწილეობა 6-მა კალათბურთელმა მიიღო, ესენი გახლდათ: ლუკა დონჩიჩი ("დალასი"), დომანტას საბონისი ("ინდიანა"), ჯულიუს რენდლი ("ნიუ იორკ ნიქსი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), კრის პოლი ("ფინიქსი") და რობერტ კოვინგტონი ("პორტლენდი").
გამარჯვება "ინდიანა პეისერსის" ლიდერმა, დომანტას საბონმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ნიკოლა ვუჩევიჩი დაამარცხა.
ჩატენვების კონკურსში გულშემატკივარმა ვარსკვლავური შემადგენლობა ნამდვილად არ იხილა, თუმცა სანახაობრივი დაპირისპირება ნამდვილად გამოდგა.
მონაწილეობა მიიღეს: კასიუს სტენლიმ ("ინდიანა"), ობი ტოპინმა ("ნიუ იორკ ნიქსი") და ანფერნე სიმონსმა ("პორტლენდი").
გამარჯვება სიმონსს დარჩა, რომელმაც ტიტული ლამაზი ჩატენვით მოიპოვა.
3 ქულიანის კონკურსი ვარკსკვლავებით გაივსო. მონაწილეობა ჯეილინ ბრაუნმა ("ბოსტონი"), ჯეისონ ტეიტუმმა ("ბოსტონი"), ზაკ ლავინმა ("ჩიკაგო"), მაიკლ კონლიმ ("იუტა"), დონოვან მიტჩელმა ("იუტა") და სტეფ კარიმ ("გოლდენ სტეიტ უორიორსი").
გამარჯვება სტეფ კარიმ მოიპოვა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში მაიკლ კონლი დაამარცხა. სტეფს ტურნირის მეორედ მოსაგებად 27 ქულაზე მეტი სჭირდებოდა, "ოქროს ბიჭუნამ" 28 ქულა დააგროვა და მის კარიერულ მონაგარს მორიგი ტიტული შემატა.