მორიგი ვარსკვლავი სუპერგუნდში! ჰარდენმა გრიფინის გადასვლაზე მცირედი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ, 8 მარტს, ცნობილი გახდა, რომ NBA-ს ვარსკვლავმა ბლეიქ გრიფინმა "დეტროიტ პისტონსთან" საკუთარი კონტრაქტი გამოისყიდა და "ბრუკლინ ნეტსს" შეუერთდა.
ამ ფაქტს "ნეტსის" ერთ-ერთი ვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენი გამოეხმაურა:
"დარწმუნებული ვარ, მას მოგება სწყურია. თუ მან ფულზე უარი თქვა, მაშასადამე, მას ბეჭდის მოგება სურს და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ გადმოვიდა ის ჩვენთან".

შეგახსენებთ, ბლეიქი 6-გზის "ოლ სტარის" მონაწილეა. "ბრუკლინის" სავარაუდო ხუთეული კი ასეთი იქნება: კაირი ირვინგი, ჯეიმს ჰარდენი, კევინ დურანტი, ბლეიქ გრიფინი და დეანდრე ჯორდანი.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


altჰარდენი ტეხასში

დიდებული თამაშით დაბრუნდა! "ჰიუსტონს" ვარსკვლავების 69 ქულამ ვერ უშველა [VIDEO]

alt"ყველა ვარსკვლავი 2021" - შოუ ატლანტაში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
ვარსკვლავებით დაკომპლექტება აპრიორი არ ნიშნავს რომ ისინი ჩემპიონები გახდებიან
მაგარი
19:05 09-03-2021
3
ყველას გადაუვლიან
თენგაბი
17:45 09-03-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული