დღეს, 11 მარტს, "მემფის გრიზლმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, 127:112 დაამარცხა.
"გრიზლის" ლიდერმა ჯა მორანტმა სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. სუპერახალგაზრდის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი იონას ვალანჩუნასი იყო, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 20 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
რაც შეეხება დედაქალაქის გუნდს, "ვიზარდსის" რიგებიდან საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
რასელ უესტბრუქმა თავი 20 ქულით, 5 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
17 მოგებითა და 16 მარცხით "მემფისი" დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "ვაშინგტონს" 14 გამარჯვება და 21 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთში მე-12 ადგილზე იმყოფება.
"გრიზლი" მომდევნო მატჩს 13 მარტს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "ვიზარდსი" ამავე რიცხვში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.