ირვინგმა ყოფილი გუნდი დაასამარა, "ბრუკლინის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 მარტს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და დაძაბულ თამაშში 121:109 დაამარცხა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კაირი ირვინგმა ფანტასტიკური შეხვედრა გამართა. ირვინგის ანგარიშზე 40 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

კვლავაც სამმაგი დუბლის ზღვარზე თამაშობს ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 22 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

"ბოსტონის" რიგებიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ჯეისონს მხარი
მარკუს სმარტმა აუბა, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

25 გამარჯვებითა და 13 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთში მე-2 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "სელტიკსს", ისინი ამავე კონფერენციაში 19 მოგებითა და 18 მარცხით მე-4 ადგილს იკავებენ.

"ნეტსი" მომდევნო მატჩს 14 თებერვალს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ბოსტონი" 15 მარტს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული