დღეს, 13 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 105:100 დაამარცხა.
"პეისერსის" რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 10:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შემოგვთავაზა. "ინდიანას" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ლეიკერსს", ლებრონ ჯეიმსმა 18 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. კალიფორნიელების რიგებში საუკეთესო კაილ კუზმა გახლდათ, რომელმაც აქტივში 24 ქულა, 13 მოხსნა,1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა.
16 გამარჯვებითა და 20 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგიულს იკავებს, თავის მხრივ, "ლეიკერსი" 25 მოგებითა და 13 მარცხით დასავლეთში მე-3 ადგილზე იმყოფება.
"პეისერსი" მომდევნო მატჩს 14 მარტს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს, კალიფორნიელები 16 მარტს "გოლდენ სტეიტს უორიორსს" დაუპირისპირდებიან.