სეზონის საუკეთესო გუნდი დამარცხებულია, კარი - შეუჩერებელი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 მარტს, “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” “იუტა ჯაზს” უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 131:119 დაამარცხა. 

შესანიშნავ ფორმაშია “ოქროსშტატელების” ლიდერი სტეფ კარი, რომელმაც დღეს 32 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

სტეფს მხარი ენდრიუ ვიგინსმა აუბა, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა. 

“იუტას” რიგებში საუკეთესო მოთამაშე რუდი გობერი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 28 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

24 ქულა დააგროვა ასევე დონოვან მიტჩელმა, რომელმაც
მონაგარს 4 შედეგიანი გადაცემაც შესძინა. 

20 გამარჯვებითა და 19 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, “იუტა ჯაზი” 28 მოგებითა  და 10 მარცხით ამავე კონფერენციის სათავეში იმყოფება. 

“უორიორსი” მომდევნო მატჩს 16 მარტს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს. “იუტა” 17 მარტს “ბოსტონ სელტიკსს” დაუპირისპირდება.

altზედიზედ მე-15 წაგება.. ტეხასში კალათბურთის მხოლოდ მოგონებები დარჩა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
28 მოხსნა?! ამას ქვია ფარზე ბატონობა! რუდი გობერი შეუდარებელია!
სტეფ კარი ხომ რაღაც სასწაულებს აკეთებს ყველა თამაშში! წაწყმედა იქნება თუ უორიორზი ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება!
aburjga
15:10 15-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული