დღეს, 18 მარტს, "დალას მავერიკსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 105:89 დაამარცხა.
"მავერიკსის" ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა შეუდარებელი თამაში ჩაატარა. ახალგაზრდა ვარსკვლავის ანგარიშზე 42 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
ლუკას მხარი ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა აუბა, რომელმაც 11 ქულა, 13 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
"კლიპერსის" რიგებიდან პოლ ჯორჯი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
კავაი ლეონარდმა გუნდს 20 ქულა, 7 მოხსნა, 7-იც შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
21 გამარჯვებითა და 18 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "კლიპერსი" 26 მოგებითა და 16 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
"მავერიკსი" მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "ლოს ანჯელესის" გუნდს, ისინი 21 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდებიან.