36 წლის ასაკშიც შეუჩერებელია! ლებრონის მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 116:105 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა 36 წლის ლებრონ ჯეიმსმა. "მეფის" ანგარიშზე 37 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე გადაცემა გახლავთ.

დენის შროდერმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "შარლოტს", საუკეთესო ლამელო ბოლი გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

პიჯეი ვაშინგტონმა თავი 18 ქულით, 8 მოხსნით, 1
შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

28 გამარჯვებითა და 13 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

თავის მხრივ, "შარლოტი" 20 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთში მე-6 ადგილს იკავებს.

"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰორნეტსი" 21 მარტს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული