დღეს, 20 მარტს "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და მოულოდნელად 121:113 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან შესანიშნავი შეხვედრა გამართეს აარონ გორდონმა და ევან ფურნიემ.
გორნომა 38 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, რაც შეეხება ფურნიერს, ფრანგმა 31 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"ბრუკლინის" რიგებიდან საუკეთესო კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც თავი 43 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემათა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
14 გამარჯვებითა და 27 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, თავის მხრივ "ნეტსი" ამავე კონფერენციაში 28 მოგებითა და 14 მარცხით მე-2 ადგილზე იმყოფება.
"მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 21 მარტს "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს, "ბრუკლინი" 22 მარტს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდება.