ლებრონი ტრავმირებულია.. მისი გუნდი კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 მარტს “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ატლანტა ჰაუქსს” უნასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 99:94 დასრულდა. 

სამწუხაროდ, შესანიშნავი სეზონის მიმდინარეობისას  ტრავმა მიიღო ლებრონ ჯეიმსმა, რომლის სიმძიმეც ჯერ არაა ცნობილი. 

კალიფორნიელთა რიგებში საუკეთესო მოთამაშე მოტრზელ ჰარელი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 11 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება “ატლანტას”, მორიგი შესანიშნავი შედვედრა გამართა ჯონ კოლინსმა, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 16 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3-იც დაფარება მიითვალა.

ტრეი იანგის ანგარიშზე 14 ქულა, 3 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1
ჩაჭრა გახლდათ.

ამრიგად, 28 გამარჯვებითა და 14 მარცხით “ლეიკერსი” დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, “ატლანტა” 22 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთში მე-5 ადგილს იკავებს. 

“ლეიკერსი” მომდევნო შეხვედრას 22 მარტს “ფინიქს სანსის” წინააღმდეგ გამართავს,  “ჰაუქსი” 23 მარტს “ლოს ანჯელეს კლიპერსს” დაუპირისპირდება. 

altსუპერვარსკვლავები აუტსაიდერთან დამარცხდნენ, თუმცა ირვინგი ფანტასტიკური გახლდათ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული