შეზღუდული დროით, თუმცა შედეგიანად! გოგამ და "ინდიანამ" იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 მარტს, "ინდიანა პეისერსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 116:111 დაამარცხა.

"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 11:16 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "პისტონსს", გუნდის ლიდერმა ჯერემი გრანტმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა გამართა. გრანტმა 29 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

20 მოგებითა და 23 მარცხით
"პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "დეტროიტი" 12 გამარჯვებითა და 31 წაგებით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "პისტონსი" ამავე რიცხვში "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენს გოგას 24 წუთი რომ მისცენ და მწვრთნელმა გამოკვეთილ ცენტრად ათამაშოს, ის ყველა თამაშში 15 დან 25 ქულამდე გააკეთებს და პასებსაც დაარიგებს! მომავალ წელს კიდევ უფრო შეისხამს ხორცს - გაზრდის კუნთოვან მასას და ვეღარ დაამაგრებენ, მაგრამ არა ამ მწვრთნელთან და ამ გუნდში!!!
aburjga
12:24 25-03-2021
1

სიახლეები პოპულარული