დღეს, 27 მარტს "დეტროიტ პისტონმა" ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 113:111 დასრულდა.
ფანტასტიკური შეხვედრა გამართა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც გუნდს 44 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ბლეიქ გრიფინის ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "პისტონსს", საუკეთესო ჯერემი გრანტი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
31 გამარჯვებითა და 15 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ, "დეტროიტი" 12 მოგებითა და 32 წაგებით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.
"ნეტსი" მომდევნო შეხვედრას 30 მარტს "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს, "პისტონსი" 28 მარტს "ვაშინგტონ ვიზარდს" დაუპირისპირდება.