დღეს, 30 მარტს, "ბრუკლინ ნეტსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და დაძაბულ თამაშში 112:107 დაამარცხა.
ბრუკლინელთა რიგებიდან ჯეიმს ჰარდენმა ფანტასტიკური შეხვედრა გამართა, რომელმაც თავი 38 ქულით, 11 მოხსნით, 13 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
კაირი ირვინგის ანგარიშზე 27 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3-იც ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
რაც შეეხება "მინესოტას", საუკეთესო კარლ ენტონი თაუნსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.
ახალწვეულმა ენტონი ედვარდსმა 23 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, 32 გამარჯვებითა და 15 მარცხით "ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. "ტიმბერვულვზი" 11 მოგებითა და 36 წაგებით დასავლეთში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.
"ბრუკლინი" 1-ელ აპრილს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდება. "მინესოტა" ამავე რიცხვში "ნიუ იორკ ნიქსს" შეხვდება.