მოედანზე ერთმანეთს 3 ძმა დაუპირისპირდა... "ლეიკერსი" საუკეთესოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ აპრილს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 97:112 დამარცხდა.

ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გარეშე დარჩენილ გუნდს დენის შროდერმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა, 3 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ყველაზე შედეგიანი კი მონტრზელ ჰარელი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 5 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1-იც ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "მილუოკს", საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

იანის
ანტეტოკუნმპომ გუნდს 25 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში 3-მა ანტეტოკუნმპომ (კოსტასი "ლეიკერსიდან", იანისი და ტანასისი "ბაქსიდან") ითამაშა, რაც ძმებისთვის იშვიათი შემთხვევაა. აქამდე ეს ფაქტი ძმებმა ჰოლიდეიებმა დააფიქსირეს.

30 მოგებითა და 18 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. "მილუოკი" 30 გამარჯვებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთში მე-3 ადგილს იკავებს.

"ყვითლები" მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს. "ბაქსი" ამავე რიცხვში "პორტლენდს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული