დღეს, 2 აპრილს, "მაიამი ჰიტმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 116:109 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.
ბემ ადებაიომ გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", მორიგი შესანიშნავი შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ, რომელმაც თავი 36 ქულით, 11 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
დრეიმონდ გრინმა 16 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
"ჰიტი" 25 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. "უორიორსი" 23 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.
"მაიამი" მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ოქროსშტატელები" 3 აპრილს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდებიან.