დღეს, 2 აპრილს, "სან ანტონიო სპურსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და დაძაბულ, ოროვერტაიმიან შეხვედრაში 129:134 დამარცხდა.
ტეხასელთა რიგებიდან საუკეთესო დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 5 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
დერიკ უაითის ანგარიშზე 29 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
რაც შეეხება "ატლანტას", 3-მა კალათბურთელმა შეძლო და 28 ქულა დააგროვა, თუმცა მათ შორის საუკეთესო გუნდის შვეიცარიელი ცენტრი კლინტ კაპელა გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 17 მოხსნა და 5 დაფარება დააგროვა.
ტრეი იანგმა აქტივში 28 ქულა, 2 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
24 გამარჯვებითა და 22 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. "ჰოუქსი" 24 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთში მე-7 ადგილს იკავებს.
"სპურსი" მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ატლანტა" 3 აპრილს "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება.