დღეს, 5 აპრილს, "ატლანტა ჰოუქსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 117:111 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო გუნდის შვეიცარიელი ცენტრი კლინტ კაპელა გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 18 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
"ოქროსშტატელთა" რიგებიდან მორიგი შესანიშნავი შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ, რომელმაც 37 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "ატლანტა" 26 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
თავის მხრივ, 23 მოგებითა და 27 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთში მე-10 ადგილს იკავებს.
"ჰოუქსი" მომდევნო შეხვედრაში 7 აპრილს "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლებს. "უორიორსი" ამავე რიცხვში "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.