კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და რეკორდული საღამო! გოგამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 აპრილს "ინდიანა პეისერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 141:137 დაამარცხა.

რეკორდულად დიდი დროით დაიტვირთა გოგა ბითაძე, რომელმაც მოედანზე 25:24 წუთი დაჰყო, თავი კი შესანიშნავად წარმოაჩინა. ქართველის ანგარიშზე 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

საუკეთესო მექულე ჯასტინ ჰოლიდე გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"მინესოტას" რიგებიდან კარლ ენტონი თაუნსმა 32 ქულა, 12 მოხსნა, 6 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, 23 გამარჯვებითა და 27
მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

"ტიმბერვულვზი" 13 მოგებითა და 39 წაგებით დასავლეთში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოთხივე პერიოდში მისცეს სათამაშო დრო და ეს,ადრე არ ხდებოდა.წინა თამაშში 6 შედეგიანი პასი,ახლა,5 პასი.გამოდის მეპასის დატვირთვაც გადაუნაწილეს და მგონი, არც თუ ცუდად გამოსდის.საბონისიც გამოჯანმრთელდება,მაგრამ ვფიქრობ, გოგას,მომავალშიც მეტად ენდობა მწვრთნელი.
სოსო
14:10 08-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული