საუკეთესოთა ჭიდილში კალათბურთმა იმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 აპრილს, "ფინიქს სანსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 117:113 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან დევინ ბუკერმა თავი 35 ქულით, 4 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

კრის პოლის ანგარიშზე 29 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

"ჯაზის" რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩატარა დონოვან მიტჩელმა, რომელმაც გუნდს 41 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, 36 გამარჯვებითა და 14 მარცხით "ფინიქსი" დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს. "იუტა" 38 მოგებითა და 13 წაგებით ამავე კონფერენციას ლიდერობს.

"სანსი"
მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, "კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ჯაზი" იმავე რიცხვში "პორტლენდს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული