"ჯაზის" რიგებიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
რუდი გობერმა თავი 18 ქულით, 20 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
რაც შეეხება "პორტლენდს", გამოირჩა დემიენ ლილარდი, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, "იუტა" 39 მოგებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. "ტრეილბლეიზერსი" 30 გამარჯვებითა და 21 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.
"ჯაზმენები" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს. "პორტლენდი" იმავე რიცხვში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.
კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და რეკორდული საღამო! გოგამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]