პოლ ჯორჯის აფეთქება თუ დაბრუნება? სუპერვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 აპრილს, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, 113:103 დაამარცხა.

კალიფორნიელების რიგებიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც გუნდს 33 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

კავაი ლეონარდის ანგარიშზე 27 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

რაც შეეხება "ფინიქსს", კვლავაც დევინ ბუკერი გამოირჩა, რომელმაც თავი 24 ქულით, 3 მოხსნითა და 3-იც შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, 35 მოგებითა და 18 მარცხით "კლიპერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. "სანსი" 36 გამარჯვებითა და 15
წაგებით ამავე კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

"კლიპერსი" მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "ფინიქსი" 11 აპრილს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდება.

altმიტჩელის საოცარი შეხვედრა და "იუტას" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული