09:45 11-04-2021
დაძაბულობა და 2 გაძევება.. ლიდერების გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "ბრუკლინი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
"ნეტსის" რიგებიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
თავის მხრივ, "ლეიკერსიდან" საუკეთესო დენის შროდერი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების გამო მატჩის მთავარმა არბიტრმა შროდერი და ირვინგი მოედნიდან გააძევა.
ამრიგად, 36 მოგებითა და 17 წაგებით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, 33 გამარჯვებითა და 20 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთში მე-5 ადგილზე იმყოფება.
"ნეტსი" მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს, კალიფორნიელები ამავე რიცხვში "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული
