სტეფ კარის ფანტასტიკა, რეკორდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 9-ქულიანი უპირატესობით, 116:107 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ, რომელმაც გუნდს 53 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. "ოქროს ბიჭუნამ" მეტოქე პერიმეტრიდან 10-ჯერ დაამწუხრა. ამრიგად, სტეფი "გოლდენ სტეიტის" ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა, დღევანდელ შეხვედრამდე კი პირველ ადგილს ვილტ ჩემბერლენი იკავებდა. 

"დენვერის" რიგებიდან კი თავი ნიკოლა იოკიჩმა გამოიჩინა, რომელმაც 27 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

მნიშვნელოვანი გამარჯვებით "უორიორსი" 26
მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. "ნაგეტსი" 34 გამარჯვებითა და 20 წაგებით ამავე კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

"ოქროსშტატელები" მომდევნო შეხვედრას 15 აპრილს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავენ. "დენვერი" იმავე რიცხვში "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება. 

altსუპერდუეტმა საუკეთესო გუნდი დაამარცხა და პლეი-ოფისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული