კარის მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა და გუნდის ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 აპრილს, "კლივლენდ კავალიერსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და 18-ქულიანი უპირატესობით, 101:119 დამარცხდა.

სტუმართა რიგებიდან მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ, რომელმაც 33 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

კარგი შეხვედრა ჩაატარა ენდრიუ უიგინსმაც, რომელმაც თავი 23 ქულით, 6 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"კავალიერსის" რიგებიდან კოლინ სექსტონმა გუნდს 30 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

28 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. "კლივლენდი" 20 მოგებითა და 35
წაგებით აღმოსავლეთში მე-13 ადგილს იკავებს.

"უორიორსი" მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს. "კავალიერსი" იმავე რიცხვში "ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპირდება.

alt29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული