დედაქალაქელთა რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 15 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
შესანიშნავად ითამაშა ბრედლი ბილმაც, რომელმაც თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება “პელიკანსს”, ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა ბრენდონ ინგრამმა, რომელმაც 34 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, 22 გამარჯვებითა და 33 მარცხით დედაქალაქელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფებიან, “პელიკანსი” 25 მოგებითა და 31 წაგებით დასავლეთში მე-11 ადგილს იკავებს.
“ვიზარდსი” მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ გამართავს, “ნიუ ორლეანსი” ამავე რიცხვში “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდება.
ბითაძის შედეგიანი თამაში “იუტას” ძლევისთვის საკმარისი არ გამოდგა[VIDEO]