მასპინძელთა რიგებში გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ჯეისონ ტეიტუმმა სუპერ შეხვედრა ჩაატარა. ტეიტუმმა 44 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", ფენომენალურ ფორმაში იმყოფება სტეპ კარი, რომელმაც ამჯერად 47 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. "ოქროს ბიჭუნა" 19 ნასროლი სამქულიანიდან 11 ზუსტად მოათავსა.
ამრიგად, 31 გამარჯვებითა და 26 მარცხით "სელტიკსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. "უორიორსს" 28 მოგება და 29 წაგება აქვს, რითაც დასავლეთში მე-9 ადგილს იკავებს.
"კელტები" 20 აპრილს "ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპირდება, "ოქროს შტატელები" იმავე რიცხვში "ფილადერლფიას" შეხვდებიან.
სუპერვარსკვლავების მორიგი გამარჯვება! უესტბრუქი ისტორიულ რეკორდს უახლოვდება [VIDEO]
ს