ვარსკვლავები ერთმანეთის პირისპირ! დაძაბული დაპირისპირება პორტლენდში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 აპრილს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 113:112 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო სიჯეი მაკალუმი გახლდათ, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია, რომ სიჯეიმ ბოლო წამებზე მატჩის მომგები სროლა ვერ გამოიყენა.

რაც შეეხებათ სტუმრებს, შესანიშნავ ფორმაშია პოლ ჯორჯი, რომელმაც 33 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "პორტლენდი" 32 მოგებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. "კლიპერსი" 41 გამარჯვებითა და 19 მარცხით
ამავე კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.

"ტრეილბლეიზერსი" მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს., "კლიპერსი" იმავე რიცხვში "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული