საუკეთესოების ჭიდილში გუნდურობამ იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 აპრილს,"მილუოკი ბაქსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 124:117 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 16 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

"ფილადელფიას" რიგებიდან კი კვლავაც ჯოელ ემბიდი გამოირჩა, რომელმაც თავი 24 ქულით, 3 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "ფილადელფია" 39 გამარჯვებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზე იმყოფება, "ბაქსი" 36 მოგებითა და 22 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-3 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები 24 აპრილს კვლავ
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული