"ბოსტონის" რიგებიდან ფანტასტიკის საზღვრებს ზემოთ თამაშობდა ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 60 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა, ახალგაზრდა ვარსკვლავს 0 დაკარგვა ჰქონდა, რაც მის მონაგარს კიდევ უფრო მეტად გასაოცარს ხდის, ამ შედეგით კი ჯეისონი მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც "სელტიკსის" შემადგენლობაში 60 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება "სპურსს", გამორჩეული დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 5 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ბოსტონი" 34 გამარჯვებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, "სან ანტონიო" 31 მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთში მე-9 ადგილზე იმყოფება.
"სელტიკსი" მომდევნო შეხვედრას 3 მაისს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს, "სპურსი" იმავე რიცხვში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.
გოგამ მორიგი შეხვედრა გამოტოვა, მისი გუნდი კი კვლავ დამარცხდა [VIDEO]