სასწაული დაპირისპირება მილუოკში! ლიგის საუკეთესო მოთამაშეებმა დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 მაისს, "მილუოკი ბაქსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 117:114 დაამარცხა.

გუნდის ლიდერებმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარეს. "ბაქსის" რიგებიდან იანის ანტეტოკუნმპომ 49 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "ნეტსს", კევინ დურანტმა გუნდს 42 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "მილუოკი" 40 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ბრუკლინი" 43 გამარჯვებითა და 22 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-2 ადგილზე იმყოფება.

ეს გუნდები 5 მაისს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

altმოქმედი ჩემპიონები ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ჯერ დამარცხდნენ და

საგრძნობლად დაქვეითდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული