უესტბრუქმა გოგას “ინდიანას” წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 მაისს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 154:141 დაამარცხა. 

მასპინძელთა შემადგენლობიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 14 ქულა, 21 მოხსნა, 24 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. 

"ინდიანას" შემადგენლობაში კვლავაც არ ითამაშა გოგა ბითაძემ, საუკეთესო კი დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 19 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, 30 მოგებითა და 35 მარცხით "ვიზარდსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. “პეისერსი" 30 გამარჯვებითა და 34 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-9 ადგილს
იკავებს. 

დედაქალაქელები მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავენ. “ინდიანა” ამავე რიცხვში "საკრამენტო კინგსს"დაუპირისპირდება.

altსასწაული დაპირისპირება მილუოკშა! ლიგის საუკეთესო მოთამაშეებმა დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
როდის ითამაშებს გოგა თუ იცით დაწერეთ
Soso
12:15 04-05-2021
0

სიახლეები პოპულარული