ლონზოს დიდებულმა პერფორმანსმა კარის 37 გადაფარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 მაისს, "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 108:103 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ლონზო ბოლი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ლონზომ მეტოქე პერიმეტრიდან 7-ჯერ დაამწუხრა.

რაც შეეხება "უორიორსს", კვლავაც სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, 30 მოგებითა და 36 მარცხით "პელიკანსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "გოლდენ სტეიტი" 33 მოგებითა და ამდენივე მარცხით იმავე დასავლეთში მე-8
ადგილზე იმყოფება.

"ნიუ ორლეანსი" მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს. "ოქროს შტატელები" 7 მაისს "ოკლაჰომა სითი თანდერს" დაუპირისპირდებიან.

altორგზის საუკეთესო მოთამაშემ სუპერგუნდი მეორედ დაამარცხა... თანაც რა პერფორმანსით? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული