ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 მაისს, "დალას მავერიკსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 113:109 დაამარცხა. შეხვედრას "მავერიკსის" ლეგენდა დირკ ნოვიცკი დაესწრო. 

"დალასის" რიგებიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხება "ბრუკლინს", კაირი ირვინგი გამოირჩა, რომელმაც თავი 45 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა. 

ამრიგად, 38 მოგებითა და 28 მარცხით "მავერიკსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. "ნეტსი" 43 გამარჯვებითა და 24 წაგებით აღმოსავლეთში მე-2
ადგილზე იმყოფება. 

"დალასი" მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ბრუკლინი" "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება. 

altგოგამ შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული