უესტბრუქის ზღაპრული საღამო და ისტორიული რეკორდის დამხობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს "ატლანტა ჰოუქსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 125:124 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც 36 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

რაც შეეხებათ სტუმრებს, რასელ უესტბრუქმა რიგით 182-ე სამმაგი დუბლი შეასრულა, რითაც ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის რეკორდი დაამხო და გახდა მოთამაშე, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი დააგროვა. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, უესტბრუქმა თავი 28 ქულით, 13 მოხსნითა და 21 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

ამრიგად, 38 მოგებითა და 31 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
"ვაშინგტონი" 32 გამარჯვებითა და 37 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-10 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები 13 მაისს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

altკარის ლიგის საუკეთესო გუნდიც ვერ აჩერებს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული