"იუტას" რიგებიდან საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
რაც შეეხება "ტრეილბლეიზერსს", დემიენ ლილარდმა თავი 30 ქულით, 2 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "იუტა" 50 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილს იკავებს. "პორტლენდი" 41 მოგებითა და 29 წაგებით იმავე დასავლეთში მე-5 ადგილზე იმყოფება.
"ჯაზი" მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. "ტრეილბლეიზერსი" 14 მაისს "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება.
დონჩიჩის ბრწყინვალე თამაში და "დალასის" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]