მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება "პორტლენდს", დემიენ ლილარდმა მორიგი სასწაული შეხვედრა გამართა, რომელმაც გუნდს 41 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "სანსი" 48 მოგებითა და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. "ტრეილბლეიზერსი" 41 გამარჯვებითა და 29 მარცხით იმავე დასავლეთში მე-5 ადგილს იკავებს.
"ფინიქსი" მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს. "პორტლენდი" 17 მაისს "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება.
"პორტლენდმა" ლიგის საუკეთესო გუნდი დაამარცხა და პლეი-ოფისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]