დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 მაისს, "დალას მავერიკსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა და 114:110 დაამარცხა. 

"მავეერიკსის" რიგებში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 20 ქულით, 10 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "რეპტორსს", ჯალენ ჰარისმა გუნდს 31 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "დალასი" 42 გამარჯვებითა და 29 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, "ტორონტო" 27 მოგებითა და 44 წაგებით აღმოსავლეთში მე-12 ადგილს იკავებს. 

"მავერიკსი" მომდევნო შეხვედრას 17 მაისს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს, "რეპტორსი" 16
მაისს "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება. 

altგოგა სოლიდური დროით დაიტვირთა და იმედებიც გაამართლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული