გოგამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო.. "ინდიანა" პლეი-ოფს მიღმა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 მაისს "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით 142:115 დაამარცხა. ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში გავიდნენ, "პეისერსმა" კი მიმდინარე სეზონში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

"ინდიანას" რიგებში გოგა ბითაძე სოლიდური დროით დაიტვირთა, თუმცა ქართველმა სამწუხაროდ შეხვედრა აშკარად ჩააგდო. გოგამ მოედანზე 16:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 0 ქულა (0/3), 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულა, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ვიზარდს", საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ,
რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში დამსახურებულად გავიდნენ, პირველ შეხვედრას "ფილადელფიის" წინააღმდეგ 23 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა როდისღაც უნდა მოასწროს ყველაფერი.
dsag
15:32 21-05-2021
0
საერთოდ არ იმსახურებდნენ პლეიოფს. რაც შეეხება გოგას მომაბეზრებელია მაგის ინერტულობა მამუკელაშვილისგან როგორ უნდა ისწავლო უკვე ნბას მოთამაშემ და ეს პოპკორნები კიდევ. მაგის ადგილას ისე უნდა გქონდეს ნავარჯიშები, რომ ეგეთ სიტუაციაში ბურთი დაითრიო და სამიანი მაინც გაუშვა.
dsag
15:31 21-05-2021
1

სიახლეები პოპულარული