დღეს, 20 მაისს "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 103:100 დაამარცხა.
მასპინძელთ რიგებიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ენტონი დევისმა თავი 25 ქულით, 12 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
რაც შეეხება "უორიორსს", სტეფ კარიმ 37 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, "ლეიკერსი" პლეი-ოფში გავიდა, მისი მეტოქე კი "ფინიქს სანსი" იქნება. შეხვედრა 23 მაისსაა ჩანიშნული.
თავის მხრივ, "უორიორსი" ელიტაში გასასვლელად 21 მაისს "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება.