"ამ დროს დამერწმუნეთ, რომ თქვენ ვერანაირ ტკივილს ვერ იგრძობ" - კობი ბრაიანტის საუბარი, რომელიც უამრავი ადამიანის ინსპირაციის წყარო გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
ცნობილი აქილევსის ტრავმა, ეს გახლდათ, თემა, რომელზეც ლეგენდარული კობი ბრაიანტი Work Ethic-თან საუბრობდა.

გთავაზობთ კობის სიტყვებს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რას ნიშნავს გქონდეს "მამბას მენტალიტეტი".

ლეგენდამ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც წამყვანმა ჰკითხა, თუ როგორ შეძლო და დადგა საჯარიმო ხაზზე, ორივე გამოიყენა და ისე დატოვა მოედანი, როდესაც მისმა მეგობარმა მსგავსი ტრავმის შემდეგ ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.


"მე გეტყვით მაგალითს, რადგან ვფიქრობ, ყველაზე მარტივად ასე აგნიხსნით, როდესაც იღებთ კონკრეტულ დაზიანებას, აღარ შეგიძლიათ ითამაშოთ ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი თუ სხვა.
ექიმი გეუბნებათ, რომ წახვიდე სახლში, ჩაჯდე სავარძელში და დაიწყო რეაბილიტაცია, ამ დროს არ უნდა ადგე, ზედმეტად არ უნდა იმოძრაო და სხვა მსგავსი ქმედება არ შეგიძლია.

თუმცა მოულდონელად სახლში ხანძარი გაჩნდა, შენი ბავშვები მეორე სართულზე არიან, მეუღლეც იქვეა. დარწმუნებული ვარ, შენ დაივიწყებ შენს დაზიანებას, გაიქცევი მეორე სართულზე, ხელს მოკიდებ ბავშვებს, შენს მეუღლესაც წამოიყვან და გაიქცევი იქ, სადაც უსაფრთხოდ იქნები. ამ დროს დამერწმუნეთ, რომ თქვენ ვერანაირ ტკივილს ვერ იგრძობ. იცით რა არის ამის მიზეზი? თქვენი ოჯახის კარგად ყოფნა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი რაიმე კონკრეტული ტრავმა. როდესაც თამაში ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე შენი თავი, დაზიანებაზე აღარ ფიქრობ უკვე. ზუსტად ასე მოხდა მაშინაც" - განაცხადა კობიმ.

ლეგენდა 2020 წლის 26 იანვარს, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე დღის კი ნაციონალურმა საკათბურთო ასოციაციამ ის დიდების დარბაზში შეიყვანა.

მისმა მეგობარმა, მუდმივმა კონკურენტმა და უბრალოდ დიდებულმა ლებრონ ჯეიმსმა, კობის გარდაცვალების შემდეგ "ლეიკერსის" შემადგენლობაში ბეჭედი მოიგო, რის შემდეგაც ალბათ ყველასთვის მარტივი მისახვედრია თუ ვის მიუძღვნა ეს გამარჯვება. იყო ემოციები, სიხარული და მონატრება, თუმცა მათ კალათბურთის სიყვარული აერთიანებდათ და ამ სიყვარულში ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა "მეფემ" "მამბას".


ვიდეოები აღებულია Podcastn Out-ის იუთუბ არხიდან და Time out-ის ფეისბუქ გვერდიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული