დღეს, 22 მაისს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში გამარჯვებული პლეი-ოფში გადიოდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 117:112 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან სტეფ კარიმ მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა, "ოქროს ბიჭუნას" ანგარიშზე 39 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ.
სამმაგი დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 11 ქულა, 16 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "მემფისს", საუკეთესო ახალგაზრდამ, ჯა მორანტმა თავი 35 ქულით, 6 მოხსნით, 6-იც შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "გრიზლი" პლეი-ოფში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე "იუტა ჯაზი" იქნება. პიველი შეხვედრა 23 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება, "გოლდენ სტეიტმა" კი სეზონი ნაადრევად დაასრულა.