დღეს, 1-ელ ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის პირველი რაუნდის 2 შეხვედრა გაიმართა.
"ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ფილადელფიას" სერიაში მეორედ უმასპინძლა და 122:114 დაამარცხა.
დედაქალაქელთა რიგებიდან საუკეთესო ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 4 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
რასელ უესტბრუქმა 19 ქულა, 21 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება "ფილადელფიას", ტობიას ჰარისმა 21 ქულა, 13 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში "ფილას" სასარგებლოდ, 3:1 გახლავთ. დედაქალაქელები 3
ივნისს ჩამორჩენის შემცირებას კვლავ სტუმრად შეეცდებიან, მარცხის შემთხვევაში კი 2020/21 წლების გათამაშებას დაასრულებენ.
"მემფის გრიზლმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 120:113 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
დონოვან მიტჩელმა აქტივში 30 ქულა, 2 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ჯაზი" სერიას 3:1 იგებს, მომდევნო შეხვედრას კი 3 ივნისს გამართავს, სადაც საკუთარ კედლებში პირველი რაუნდის დახურვას შეეცდება.
სათამაშო დღის 5 საუკეთესო მომენტი: