დღეს, 5 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის პირველი რაუნდის ბოლო შეხვედრა გაიმართა. "დალას მავერიკსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 104:97 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 8 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.
ტიმ ჰარდევეი ჯუნიორმა 23 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.
რაც შეეხება "კლიპერსს" კავაი ლეონარდმა გუნდს 45 ქულა (18/25), 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
პოლ ჯორჯის ანგარიშზე 20 ქულა, 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და
3 დაფარება გახლდათ.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:3 გახდა, ბოლო, გადამწყვეტი მე-7 შეხვედრა 6 ივნისს, ლოს ანჯელესში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გამართული 6 შეხვედრიდან მასპინძელმა ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო.