ემბიდისა და მიტჩელის ბენეფისი! იოკიჩის ისტორიული ჯილდო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მეორე რაუნდის შეხვედრები გაიმართა. 

"ფილადელფიამ" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 16-ქულიანი უპირატესობით, 118:102 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც თავი 40 ქულით, 13 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა გუნდს 21 ქულა, 3 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

ამრიგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, ახლა კი მომდევნო ორი შეხვედრა ატლანტაში 12 და 15 ივნისს გაიმართება. 



მეორე
შეხვედრაში "იუტა ჯაზმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 112:109 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან დონოვან მიტჩელმა 45 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. 

"კლიპერსის" მხრიდან კავაი ლეონარდმა აქტივში 23 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. 

ამრიგად, სერიაში ანგარიში "იუტამ" გახსნა. მომდევნო დაპირისპირება 11 ივნისს გაიმართება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ნიკოლა იოკიჩს გადაეცა, რის შემდეგაც სერბი ცენტრი გახდა ლატარიაში ყველაზე გვიან არჩეული ცენტრი, რომელმაც MVP-ის ჯილდო დაიმსახურა. იოკიჩი 2014 წელს 41-ე პიკად აირჩიეს. მისი "დენვერი" კი "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ შეხვედრას ხვალ, 10 ივნისს გამართავს. 


სათამაშო დღის 5 საუკეთესო მომენტი: 



altმორიგი გაცრუებული იმედი თუ ქამბექი? "ბრუკლინმა" "მილუოკი" მიწასთან გაასწორა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული