ლიგის მოქმედი საუკეთესო კალათბურთელი პლეი-ოფის სერიას უშანსოდ აგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა. 

"ფინიქს სანსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 25-ქულიანი უპირატესობით, 123:98 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი იყო, რომელმაც გუნდს 17 ქულა, 5 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. 

დევინ ბუკერის ანგარიშზე 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

რაც შეეხება "დენვერს", ლიგის მოქმედი საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც თავი 24 ქულით, 13 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. "ნაგეტსის" სხვა არც ერთ
კალათბურთელს მოედანზე ღირებული არაფერი შეუქმნია. 

ამრიგად, "სანსი" დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში 2:0 დაწინაურდა. შემდეგი 2 შეხვედრა დენვერში 12 და 14 ივნისს გაიმართება. 

altემბიდისა და მიტჩელის ბენეფისი! იოკიჩის ისტორიული ჯილდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული