ლიგის საუკეთესო გუნდი კალიფორნიელების შეტევებს ვეღარ აკავებს! კავაის სეზონის საუკეთესო ჩატენვა?! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 15 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 2 შეხვედრა გაიმართა.

"ატლანტა ჰოუქსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და 103:100 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 4 მოხსნით, 18 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ფილადელფიას", ჯოელ ემბიდმა გუნდს 17 ქულა, 21 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მომდევნო შეხვედრა 19 ივნისს ფილადელფიაში გაიმართება.


რაც შეეხება მეორე თამაშს, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 14-ქულიანი უპირატესობით,
118:104 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან კავაი ლეონარდმა 31 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

პოლ ჯორჯმა თავი ასევე 31 ქულით გამოიჩინა. ვარსკვლავმა ამასთან ერთად 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

"იუტას" რიგებიდან დონოვან მიტჩელი გამოირჩა, რომელმაც აქტივში 37 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, ზემოხსენებული შეხვედრის მსგავსად, დასავლური დუელიც 2:2 გახდა. 19 ივნისს სერია იუტაში გადაინაცვლებს.