დღეს, 16 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის ერთი თამაში გაიმართა.
"ბრუკლინ ნეტსმა" სერიის მე-5 შეხვედრაში "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 114:108 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა კევინ დურანტმა, რომელმაც გუნდს 49 ქულა (16/23), 17 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
კევინს მხარი ჯეფ გრინმაც აუბა, რომელმაც 27 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. ჯეფმა პერიმეტრიდან 7/8 სროლა გამოიყენა.
რაც შეეხება "მილუოკს", იანის ანტეტოკუნმპომ თავი 34 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
კრის მიდლტონმა 24 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ "ბაქსი" მთელი თამაშის განმავლობაში სოლიდური უპირატესობით იგებდა. მაგალითად, "ირმებმა" პირველი ტაიმი 59:43 მოიგეს, თუმცა კევინმა და "ნეტსმა" დაქაჩვა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოგება მოახერხეს.
ბრუკლინელთა რიგებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ჯეიმს ჰარდენი დაუბრუნდა, თუმცა გუნდს ისე ნამდვილად ვერ დაეხმარა, როგორც მისგან ელოდნენ. ჯეიმსის ანგარიშზე 5 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ამრიგად, სერიაში ანგარიში ნიუიორკელთა სასარგებლოდ 3:2 გახდა. სერიის მე-6 შეხვედრა 18 ივნისს, მილუოკში გაიმართება. თუ "ირმები" მომდევნო შეხვედრასაც დათმობენ, 2020/21 წლების სეზონი მათთვის დასრულებული იქნება, "ნეტსი" კი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავა.
სათამაშო დღის 5 საუკეთესო მომენტი: