მოიგე ან წადი სახლში - "ბრუკლინი" და "მილუოკი" სერიაში გამარჯვებულს მე-7 თამაშში გაარკვევენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 15-ქულიანი უპირატესობით, 104:89 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც 38 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.

იანის ანტეტოკუნმპომ თავი 30 ქულით, 17 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გამოსარჩევია ჯრუ ჰოლიდეის თამაშიც, რომელმაც 21 ქულასთან ერთად 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.

რაც შეეხება "ნეტსს", კევინ დურანტმა გუნდს 32 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი
გადაცემა შესძინა.

ჯეიმს ჰარდენმა 16 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:3 გახდა, ბოლო მე-7 თამაში 20 ივნისს, ბრუკლინში გაიმართება.

სათამაშო დღის 5 საუკეთესო მომენტი:

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული