"კლიპერსმა" კომფორტული სხვაობით იმარჯვა და ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-3 შეხვედრა გაიმართა. "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 106:92 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც თავი 27 ქულით, 15 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

რეჯი ჯექსონის ანგარიშზე 23 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ.

რაც შეეხება "ფინიქსს", დეანდრე ეიტონმა გუნდს 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "კლიპერსმა" ჩამორჩენა 1:2 გახადა. სერიის მეოთხე შეხვედრა 27 ივნისსაა
ჩანიშნული.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული