დღეს, 28 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალების მე-3 შეხვედრა გაიმართა.
"მილუოკი ბაქსი" "ატლანტა ჰოუქსს" ესტუმრა და 113:102 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან ტრეი იანგი გამოირჩა, რომელმაც თავი 35 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
დანილო გალინარიმ 18 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "მილუოკს", კრის მიდლტონმა გუნდს 38 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
კრისს მხარი გუნდის საუკეთესო მოთამაშემ, იანის ანტეტოკუნმპომ აუბა, რომელმაც 33 ქულა,
11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "ბაქსი" სერიაში 2:1 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 30 ივნისს კვლავ ატლანტის მოედანზეა ჩანიშნული.